გიორგი მიქაუტაძე - ნაკრებში გამოძახება ყოველთვის ძალიან მიხარია #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - ნაკრებში გამოძახება ყოველთვის ძალიან მიხარია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძეს ინტერვიუ ჩამოართვა საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა – „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა საკუთარ კარიერასა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 14 მატჩში 7 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა და „მეცის“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

„„მეცში“ გადასვლისას ვფიქრობდი, რომ პროფესიონალებთან ერთად გავიზრდებოდი. ბედნიერი ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწიე, მაგრამ ეს გზა უნდა გავაგრძელო. სასიამოვნოა იმის განცდა, რომ კლუბი გენდობა.

„სერენში“ იჯარით მეორადაც დაუფიქრებლად წავედი. მჭირდებოდა თამაში და თავდაჯერებულობის მოპოვება. ზოგიერთმა სპეციალისტმა თქვა, გასულ სეზონში ბევრი გოლი იმიტომ გავიტანე, რომ მეორე დივიზიონში ვთამაშობდი. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ამას ბელგიის მთავარ ლიგაშიც შევძლებდი.

ბელგიაში ამ ორი სეზონის შემდეგ ზაფხულში „მეცში“ დარჩენა გადავწყვიტე და მინდოდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ კარგად მხოლოდ ბელგიაში არ ვთამაშობდი. უკვე გავიტანე 7 გოლი და გავაკეთე 3 საგოლე პასი. მაგრამ ჩემი თამაშით 100% კმაყოფილი მაინც არ ვარ. მინდა, უფრო სტაბილური გავხდე.

2021 წლის მარტიდან საქართველოს სახელით ვთამაშობდი (უკვე 13 მატჩი ჩაატარა). ჩემი მშობლები იქ გაიზარდნენ და ჩემი ოჯახის ნაწილი საქართველოში ცხოვრობს. ეს ბუნებრივი არჩევანი იყო. როცა ნაკრებში თამაშის საშუალება მომეცა, ბევრი არც მიფიქრია. მანამდე ველაპარაკე მწვრთნელს, ვილი სანიოლს და მისი საუბარი მომეწონა.

ნაკრებში გამოძახება ყოველთვის ძალიან მიხარია და ძალიან ვამაყობ, საერთაშორისო დონეზე ძალიან დიდ ევროპულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოსვლა პლუსია. ეს საშუალებას მაძლევს, დიდი გამოცდილება მივიღო. როცა ნაკრებიდან კლუბში ვბრუნდები, ვგრძნობ, რომ გაზრდილი ვარ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.