გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ ფორმით საფრანგეთის ლიგა 1-ში მხოლოდ სამი თვეა, რაც თამაშობს და უკვე მეორედ გუნდის თვის მოთამაშედ აღიარეს.
„თებერვალში თქვენი რჩეული „მეცში“ მიქაუტაძეა. ქართველმა თავდამსხმელმა ხმების 56% დააგროვა“, – წერია „მეცის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საინტერესოა, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცში“ მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, რადგან სექტემბრიდან დეკემბრამდე ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდა. ამის მიუხედავად, გიორგი 4 გოლით (პლუს 2 საგოლე გადაცემა) გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
გიორგიმ ბოლო ორ მატჩში „ლიონთან“ (1:2) და „ნანტთან“ (2:0) გაიტანა, თებერვალში კი პირველი გოლი ჩაიწერა. მართალია, „ნანტთან“ გუნდმა მარტში მოიგო, მაგრამ აღსანიშნავი ისაა, რომ გიორგიმ გოლთან ერთად საგოლე გადაცემა ჩაიწერა და გუნდს გამარჯვება სამთვიანი პაუზის შემდეგ მოუტანა.
მიქაუტაძე პირველად „მეცის“ თვის მოთამაშედ აგვისტოში დაასახელეს, როდესაც 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა (+1 ასისტი).