გიორგი მიქაუტაძე - „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლას იმსახურებს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს Prime Video Sport France-მ ინტერვიუ ჩამოართვა – საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელმა ლიგა 1-ში გადასვლის შანსებსა და „ბორდოსთან“ კონკურენციაზე ისაუბრა.
„ბოლო ტურში ჯერ „ბორდომ“ ითამაშა და რადგან მოიგო, ჩვენ „ნიორი“ აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა. მოგატყუებთ თუ ვიტყვი, რომ „ბორდოს“ შედეგებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ვიცოდით, რომ ჩვენი თამაში უნდა მოგვეგო და ეს შევძელით. ახლა „გრენობლთან“ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი.
ვთხოვთ გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ თამაშზე და მხარი დაგვიჭირონ, რათა სამი ქულა მოვიპოვოთ. შემდეგ კი დაველოდებით „ბორდოს“ მატჩს „კევილის“ წინააღმდეგ. სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა და ყველა მატჩის მოგება დაგვჭირდება.
ვიმედოვნებ, რომ ლიგა 1-ში გადასვლას შევძლებთ, მაგრამ „ბორდოზეც“ ვართ დამოკიდებული და თუ დარჩენილ მატჩებში ერთნაირ ქულებს დავაგროვებთ, ეს შეუძლებელი გახდება.
ლიგა 1-ში თუ ვერ დავბრუნდებით, ეს მტკივნეული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ – გუნდის ამას იმსახურებს“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
ლიგა 2-ში გამართული 34 ტურის შემდეგ ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ 65 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ (63) მესამე პოზიციაზეა. 35-ე ტურის მატჩები 13 მაისს გაიმართება.