გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის ბომბარდირობის კანდიდატთა შორის დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონში ბომბარდირობის ერთ-ერთი კანდიდატია – ასეთია სპეციალისტების შეფასება, რომელსაც გამოცემა outlookindia ავრცელებს.
„რომელ ფეხბურთელს აქვს ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გატანის პოტენციალი? ჩავატარეთ გამოკითხვა და აი, მისი შედეგები“,- წერს გამოცემა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირობის კანდიდატები:
1. ალექსანდრ ლაკაზეტი („ლიონი“)
2. ჯონათან დევიდი („ლილი“)
3. გონსალო რამოსი („პარი სენ-ჟერმენი“)
4. ტერემ მოფი („ნიცა“)
5. ტეჟი სავანიე („მონპელიე“)
6. გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“)
7. ბენჟამინ ბურიგო („რენი“)
„გიორგი მიქაუტაძე ამომავალი ვარსკვლავია, რომელსაც საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. ქართველი ფორვარდი „მეცში“ შედეგიანად თამაშობდა, მან 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა. „ლიონთან“ ერთად მას ახლა აქვს შესაძლებლობა, თავისი ნიჭი უფრო დიდ სცენაზე აჩვენოს“, – ასეთია გამოცემის ჟურნალისტების შეფასება.