გიორგი მიქაუტაძე - იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ორივე თამაშში გავიტანე #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ორივე თამაშში გავიტანე #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ გამოცემა francebleu-თან ​„მეცის“ ბოლოდროინდელი ამბების, მიმდინარე სეზონისა და გუნდის წარმატებული სერიის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბოლო ორი თამაში სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ორივე შეხვედრაში გოლი გაიტანა.

22 წლის წლის ფეხბურთელი არ მალავს, რომ სათადარიგოთა შორის ყოფნას რთულად ეგუება და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება სურს.

„ნებისმიერ მოთამაშეს, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მოედანზე ყოფნა უნდა და გამონაკლისი არც მე ვარ. ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ შეცვლაზე შესვლის შემდეგ გუნდს ორივე თამაშში გოლით დავეხმარე“, – ამბობს მიქაუტაძე.

წარმატებული სერიის წყალობით, საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში „მეცი“ მესამე ადგილზე დაწინაურდა და ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

„ნოემბერში მე-12 ადგილზე ვიყავით, ძალიან ბევრს გოლს ვუშვებდით, მაგრამ შემდეგ რამდენიმე თამაში მოვიგეთ და ლიდერებში დავწინაურდით. ჩვენ ლიგა 2-ში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევის ხაზი გვყავს და ასე უნდა გავაგრძელოთ. დაცვაში თამაშიც გამოვასწორეთ და ნაკლებ გოლს ვუშვებთ, რაც ძალიან კარგია“, – იმედიანადაა განწყობილი ქართველი თავდამსხმელი.