გიორგი მიქაუტაძე - გვინდოდა, „ბორდოსთან“ ქომაგი გაგვეხარებინა, მე კი ბომბარდირობაზე ვფიქრობ #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - გვინდოდა, „ბორდოსთან“ ქომაგი გაგვეხარებინა, მე კი ბომბარდირობაზე ვფიქრობ #1TVSPORT

მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ „ბორდოსთან“ (3:0) მოგებულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც დუბლი შეასრულა და მატჩის გმირიც გახდა.

„3:0 მოვიგეთ. ვგეგმავდით, რომ ლიგა 1-ის საგზურისთვის მებრძოლ კონკურენტთან ჩამორჩენა შეგვემცირებინა. გვინდოდა, ჩვენი ქომაგი გაგვეხარებინა და სამი ქულა აგვეღო.

აბლის ჯალოუს მშვენიერი გოლის შემდეგ თამაში გაიხსნა და კიდევ ორი გოლი გავიტანეთ. საფინალო სასტვენამდე აქტიურად გავაგრძელეთ მოქმედება, რადგან „ბორდო“ ერთით ნაკლები მოთამაშით იყო დარჩენილი და შეტევა გაგვიადვილდა.

სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. სასიამოვნოა, როცა ამდენი ქომაგი მოდის და მხარს გიჭერს. ჩვენ ისინი ტრიბუნაზე დავაბრუნეთ, რადგან ვართ გუნდი, რომელსაც ლიგა 1-ში გადასვლა სურს. თუ ასეთი მატჩები და წარმატებული სერიები გვექნება, ცხრილის სათავეშიც მოვექცევით.

საუკეთესო ბომბარდირის ტიტული? ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ (იღიმის), მაგრამ მთავარი მიზანი ლიგა 1-ში დაბრუნებაა. ახლა მნიშვნელოვანია მომავალი ტურის მატჩი „სენტ ეტიენთან“, რომელიც სეზონის მეორე ნახევარს მაღალ დონეზე ატარებს“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.