გიორგი მიქაუტაძე - ჩემი აზრით, ნორვეგიასთან მოპოვებული ქულა ჩვენთვის კარგი შედეგია [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის (1:1) შემდეგ მედიასთან კომენტარი გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა. ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლში, სკანდინავიელებთან სასტარტო მატჩში „ჯვაროსნებმა“ ანგარიში „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის მიერ გატანილი ბურთით გაათანაბრეს.
„ისეთი მატჩი გამოვიდა, ნებისმიერი შედეგი მოსალოდნელი იყო. გიორგი მამარდაშვილმა ერთი-ორჯერ მაგარი ბურთები მოიგერია, ორჯერ ნორვეგიელებმა კარს ააცილეს, ამავე დროს, ჩვენც შეგვეძლო გოლის გატანა. ჩემი აზრით, ნორვეგიასთან ქულა ჩვენთვის კარგი შედეგია“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
საფრანგეთში აღზრდილმა 22 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2021 წელს ჩაატარა და მას შემდეგ 14 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.