გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ ხუთმატჩიანი პაუზის შემდეგ ათამაშეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსში“ ხუთმატჩიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. თუმცა, მას მატჩის ბოლოს მხოლოდ რამდენიმე წუთით მიეცა თამაშის შანსი – ევროპა ლიგის მეექვსე ტურში „აიაქსი“ ათენის აეკ-ს „კრუიფი არენაზე“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
ამსტერდამელებს ამ მატჩამდე ევროპა ლიგის პლეი ოფში თამაშის შანსი დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ ბერძნულ კლუბთან მოგებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში გავიდნენ.
„ჯვაროსნების“ თავდამსხმელი კვლავ სათადარიგოთა შორის იყო და ამსტერდამელების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა მოედანზე 86-ე წუთზე შეიყვანა. ქართველმა თავდამსხმელმა მხოლოდ ერთხელ მიიღო ბურთი და თავის გამოჩენის შანსი, ფაქტობრივად, არც ჰქონია.