გიორგი მიქაძე - „თელავის“ წარმატებული სერია შემთხვევითი არაა #1TVSPORT
გიორგი მიქაძე - „თელავის“ წარმატებული სერია შემთხვევითი არაა #1TVSPORT

„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ კომენტარი გააკეთა ბათუმის „დინამოსთან“ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მისმა გუნდმა ჩემპიონატის ლიდერი 2:1 დაამარცხა.

ახალგაზრდა სპეციალისტის გუნდში მისვლის შემდეგ „თელავის“ თამაში რადიკალურად შეიცვალა – მესამე წრეში გუნდი მხოლოდ ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდა, ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან კი წარმატებით ითამაშა – „სამგურალს“ (1:0) და ბათუმის „დინამოს“ (2:1) მოუგო, „დინამო თბილისთან“ (2:2) კი ქულა მოიპოვა.

„ბოლო ტურში ბათუმის „დინამოსთან“ მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ, საქართველოს ჩემპიონატის ლიდერს – ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ. ვთვლი, რომ ეს ძალიან დამაჯერებელი და დამსახურებული გამარჯვება იყო, შანსები გამოვიყენეთ და გავიმარჯვეთ, ბათუმის „დინამოს“ კი მომენტების შექმნის შესაძლებლობა არ მივეცით. ფეხბურთელებმა კარგად და სწორად ითამაშეს.

ეროვნულ ლიგაში წარმატებული სერია რომ გვაქვს, ეს შემთხვევით არ ხდება. საქმეს სწორად ვუდგებით და ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ. ბიჭები მონდომებულები არიან. მიმაჩნია, რომ შემდეგი თამაში უკეთესი უნდა იყოს. იმედი მაქვს, „საბურთალოსთანაც“ ღირსეულად ვითამაშებთ“, – ამბობს „თელავის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე.