„სამტრედიამ“ ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე წარადგინა, რომელმაც გუნდის მიზნებზე ილაპარაკა.
„მოთამაშეები გავიცანი და ვთქვი, რომ გუნდში ვითარება გამოსასწორებელია. ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი მატჩი დაგვრჩა და ყველა ფინალის ტოლფასია. ამიტომ, აუცილებლად მაქისიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ, რომ ყველა შეხვედრა მოვიგოთ. ჩვენი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება და შვიდ საუკეთესოს შორის მოხვედრაა. შემდეგ ტურში გორის „დილას“ ვხვდებით, ძალიან რთული მატჩი გველის და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ,“ – განაცხადა გიორგი მიქაძემ.
40 წლის სპეციალისტმა, თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სამწვრთნელო კარიერა „ზესტაფონში“ – გია გეგუჩაძესთან დაიწყო. უმუშავია ეროვნული ლიგა 2-ის მარტვილის „მერანში“. იყო საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელი.