გიორგი მიქაძე ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელად „თელავის“ დამრიგებელი გიორგი მიქაძე დაასახელა – სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი, რომელმაც „თელავი“ ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანა.
40 წლის გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „თელავმა“ მოახერხა და ბოლო ადგილს დააღწია, შემდეგ კი იმდენი შეძლო, რომ ეროვნულ ლიგაში ადგილი პირდაპირი გზით შეინარჩუნა. მიქაძის გარეშე ეს წარმოუდგენელი ჩანდა, რადგან გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო.
ბოლო წრეში თელაველებმა შინ დაამარცხეს უშუალო კონკურენტები ქობულეთის„შუქურა“, ასევე „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“ – სამივე ეს მატჩი 2:1 მოიგეს. გუნდმა გასვლაზე მოუგო გორის „დილას“ 3:1, წყალტუბოს „სამგურალს“ 1:0 და უშუალო კონკურენტ „სამტრედიას“ 2:0.
მიქაძის გაწვრთნილებმა სამიდან ორი მატჩი ლიდერებთან დათმო – ბათუმის „დინამოსთან“ 0:2, „დინამო თბილისთან“ 0:4 და კონკურენტებიდან მხოლოდ ქუთაისის „ტორპედოსთან“ წააგო – 0:3.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა 9 მატჩიდან 6 მოიგეს და 3 შეხვედრა წააგეს, ბურთების შეფარდება – 13:13. გუნდმა ამ მატჩებში 18 ქულა დააგროვა, რაც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი გამოდგა – „თელავმა“ 44 ქულით საბოლოოდ მე-6 ადგილი დაიკავა.