გიორგი მერებაშვილი: სერიოზული არაფერია, ნაკრების შეკრებაზე მოვდივარ (ვიდეო)
გიორგი მერებაშვილი: სერიოზული არაფერია, ნაკრების შეკრებაზე მოვდივარ (ვიდეო)

გიორგი მერებაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, რომ ვარშავის „ლეგიასთან“ მიღებული ტრავმა მძიმე არაა და საშიში არაფერია.

„თამაშის დროს ვარშაველებმა ვერაფერი რომ ვერ მომიხერხეს, მაგრად მომჩეხეს და მოედნის დატოვება მომიხდა. ფეხი კუნთში ძალიან მტკივნეულად მომარტყეს, თუმცა, საშიში არაფერია. ვლადიმერ ვაისმა ერთა თასზე ყაზახეთთან თამაშზე გამომიძახა და შეკრებაზე ჩამოვალ“ – ამბობს მერებაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პლოცკის „ვისლამ“ ექსტრაკლასას მე-6 ტურში გასვლაზე პოლონეთის ყველაზე პოპულარული კლუბი, ვარშავის „ლეგია“ 4:1 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა კი პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა და მშენივრად გამოიყურებოდა 29-ე წუთამდე, სანამ იძულებით არ შეცვალეს.

WP

მომენტები გუშინდელი თამაშიდან (29წთ)ლეგია 1-4 ვისლა💪🏻💪🏻⚽️⚽️🔵⚪️

Posted by Giorgi Merebashvili on ორშაბათი, 27 აგვისტო, 2018