„წაგებული თამაშის შედმეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებში რომ ხვდები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი შრომა ფასდება. წლის ასეთი დასაწყისი ძალიან მახარებს. თუმცა, მე პირადად ახლა უფრო მეტად სანაკრებო თამაშებზე ვფიქრობ. მინდა, ასევე გავაგრძელო და საქართველოს ნაკრების შეხვედრებს აუცილებლად მაღალ დონეზე მომზადებული შევხვდე.
2018 წლიდან, როდესაც ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ჯგუფში გავიმარჯვეთ, ესაა ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია – 2020 წლის მარტს საუკეთესო ფორმაში შევხდე. ასეა ნაკრების ყველა წევრი. უმნიშვნელოვანესი სანაკრებო მატჩები გვიახლოვდება და ყველა განსაკუთრებულად ემზადება, ბელარუსთან მატჩისთვის მზად რომ იყვნენ“ – ამბობს გიორგი მერებაშვილი.
გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატის 21-ტურის სიმბოლურ ნაკრებში სატელევიზიო კომპანია CANAL+ SPORT-მა და გამოცემა „პილკა ნოჟნამ“ დაასახელეს. პლოცკის „ვისლას“ და საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ექსტრაკლასას 21-ე ტურში ლიგის ერთ-ერთ ლიდერ შჩეცინის „პოგონთან” თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.