გიორგი მელიქიძის პირველი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (TOP 14) გათამაშების ლიდერი „სტად ფრანსე“ სტუმრად „კლერმონს“ დაუპირისპირდა და 18:41 დამარცხდა.

სტუმართა რიგებში შეხვედრის ბოლოს ლელოს დადება გიორგი მელიქიძემ მოახერხა, თუმცა მისმა გუნდმა თამაშის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხა.

მელიქიძისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა.

წაგების მიუხედავად, „სტად ფრანსე“ მაინც პირველ ადგილზეა, „კლერმონი“ კი 47 ქულით მე-10 ადგილზე დაწინაურდა.

„სტად ფრანსეს“ რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ სერგო აბრამიშვილი და გიორგი მელიქიძე, „კლერმონში“ კი შეცვლაზე ითამაშა გიორგი ძმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურში ლელოს დადება კიდევ ორმა ქართველმა მოახერხა – „ლიონი“ „პოს“ დაუპირისპირდა და ბონუსქულით 38:20 დაამარცხა, ლიონელთაგან ლელო დავით ნინიაშვილმა დადო, „პოს“ რიგებში კი თავი ბექა გორგაძემ გამოიჩინა.