გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ლას პალმასი“ დაამარცხა და ლა ლიგაში გალიდერდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ლას პალმასი“ დაამარცხა და ლა ლიგაში გალიდერდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ შემადგენლობაში ლა ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. „ღამურების“ მეტოქე „ლას პალმასი“ იყო და ქართველის გუნდმა 1:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების მეკარე მატჩს ძირითად შემადგენლობაში იწყებდა. პირველი ტაიმი ძალიან უფერული გამოვიდა, მეტოქეები ვითარების გამწვავებას ვერ ახერხებდნენ და, შესაბამისად, მეკარეებს საქმე ფაქტობრივად არ ჰქონიათ.

73-ე წუთზე „ვალენსიამ“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მას შემდეგ მიიღო, როდესაც სტუმართა ერთ-ერთმა მოთამაშემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. მომენტის ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, პეპელუმ კი საჯარიმო შესანიშნავად შეასრულა – 1:0.

დარჩენილ დროში „ლას პალმასმა“ თამაშის გადარჩენა სცადა. სახიფათო გამოდგა 89-ე წუთზე ბენიტო რამირესის საჯარიმო დარტყმა, მაგრამ ბურთი კარს ასცდა. პირველი სეივი კი მამარდაშვილმა 90+4-ე წუთზე შეასრულა. საბოლოოდ, „ვალენსიამ“ 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი, 6 ქულა დააგროვა და ბოლო წლებში პირველად ლა ლიგაში გალიდერდა.