გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „გრანადა“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „გრანადა“ მიიღო და პეპელუს მიერ გატანილი პენალტით 1:0 დაამარცხა.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. „ვალენსიამ“ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება ტაიმის მეშვიდე დამატებულ წუთზე მიიღო, საკუთარ საჯარიმოში წესები „გრანადას“ ფეხბურთელმა, რაულ ტორენტმა დაარღვია, ხოლო პეპელუს გატანა არ გასჭირვებია.
მეორე ტაიმში „ვალენსია“ კვლავ აქტიურობდა და 53-ე წუთზე სერხი კანოსს უპირატესობის ორამდე გაზრდა შეეძლო, თუმცა მომენტით ვერ ისარგებლა.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ქართველ მეკარეს საქმე, პრაქტიკულად, არ ჰქონია, რადგან „გრანადამ“ „ვალენსიის“ კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა.
12 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ ლა ლიგაში 18 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა. მორიგ შეხვედრას მამარდაშვილის გუნდი 11 ნოემბერს სტუმრად მადრიდის „რეალთან“ ჩაატარებს.