გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ხეტაფეს“ დაუზავდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ხეტაფეს“ დაუზავდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად „ხეტაფეს“ შეხვდა და კვლავ ვერ მოიგო – 1:1.

ლა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრას „ვალენსია“ გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე და მხოლოდ ერთი გამარჯვებით ხვდებოდა.

ანგარიში „ვალენსიას“ ფეხბურთელმა ბარენეჩეამ 36-ე წუთზე გახსნა. გიორგი მამარდაშვილი კი პირველ ტაიმში თამაშში ორჯერ ჩაერთო. მეორე ტაიმში ქართველ მეკარეს აქტიურობა უფრო ხშირად უხდებოდა, თუმცა „ვალენსიამ“ ვერ გაძლო და 90-ე წუთზე „ხეტაფემ“ წონასწორობა აღადგინა. მასპინძლებს გამარჯვებაც შეეძლოთ, თუმცა 90+4-ე წუთზე მამარდაშვილმა ურთულეს მომენტში თავისი გუნდი გადაარჩინა.

შედეგად, 11 ტურის შემდეგ „ღამურებს“ 7 ქულა აქვთ და ბოლო, მე-20 ადგილს თავი ვერ დააღწიეს.