გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ აუტსაიდერ „კადისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრა ერთ-ერთი აუტსაიდერის, „კადისის“ წინააღმდეგ „მესტალიაზე“ ჩაატარა და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, 0:1 დამარცხდა.
„ვალენსია“ უტევდა, მაგრამ მე-9 წუთზე რუბენ სობრინოს ფლანგური გადაცემით რუბენ ალკარაზმა ისარგებლა და მამარდაშვილს ძლიერი დარტყმით შანსი არ დაუტოვა – 0:1. სტუმრები მხოლოდ იშვიათი კონტრშეტევების იმედად იყვნენ და მეორედ თამაში მხოლოდ 41-ე წუთზე გაამწვავეს, თუმცა ჩოკო ლოსანოს სახიფათო დარტყმის შემდეგ ქართველმა მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
მასპინძლები მეორე ტაიმშიც უტევდნენ და ბურთის ფლობაში უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს – 75% „კადისის“ 25%-ის წინააღმდეგ, მამამრადშვილს კი ბურთი მხოლდო სამჯერ მიუგორდა. უპირატესობის მიუხედავად, „ვალენსიას“ მომენტების შექმნა უჭირდა, რადგან „კადისი“ მთელი გუნდით თავს საიმედოდ იცავდა.
საბოლოოდ, „ვალენსია“ 0:1 დამარცხდა და 16 ტურის შემდეგ 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დარჩა.