გიორგი მამარდაშვილი - „ვალენსიაში“ დარჩენა მსურს, მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - „ვალენსიაში“ დარჩენა მსურს, მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული #1TVSPORT

ლა ლიგის 35-ე ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის (0:0) დასრულების შემდეგ მედიასთან „ვალენსიის“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„ყველამ ვიცით, რომ ლა ლიგაში ნებისმიერ მეტოქესთან თამაში ძალიან რთულია, რადგან კონკურენცია მაღალია. გამარჯვება არასოდეს არაა ადვილი. ჩვენ ბრძოლა ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ. სეზონის დასრულებამდე სამი თამაში დარჩა და მიზანი მაქსიმალური შედეგის ჩვენება იქნება.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ თამაში გავაუმჯობესოთ? ვფიქრობ, დღეს ბურთის გაკონტროლება ვერ შევძელით, რადგან სიმშვიდე გვაკლდა. მატჩის მოსაგებად მეტი საგოლე შანსი უნდა შევქმნათ. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია.

მაგრამ თავი მაღლა უნდა ავწიოთ. შარშანდელთან შედარებით, „ვალენსია“ მიმდინარე სეზონში უკეთ გამოიყურება და წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ „რაიო ვალეკანოსთან“ ვერ მოვიგეთ, თუმცა „მესტალიაზე“ საკმაოდ ბევრ შეხვედრაში გავიმარჯვეთ. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.

რაც შეეხება დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას, მადლობა მხარდაჭერისთვის. ხალხი ძალიან მეხმარება. სამწუხარო იყო ის, რაც „ბარსელონას“ წინააღმდეგ მომივიდა, რადგან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარე. ამის გამო დღევანდელ მატჩს მოუთმენლად ველოდი და ვიცოდი, აუცილებლად მაღალ დონეზე უნდა მეთამაშა.

ვაპირებ თუ არა სეზონის შემდეგ „ვალენსიაში“ დარჩენას? ვოცნებობ ამაზე, ეს გუნდი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჯერ არ ვიცი, ახალ სეზონში გუნდში დავრჩები თუ არა. ვნახოთ, რა მოხდება“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.