გიორგი მამარდაშვილი - შევხვდებით ნოემბერში, უფრო დიდი ენერგიითა და გაორმაგებული მოტივაციით #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ერთა ლიგის ოქტომბრის შეხვედრებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ქომაგებს ნოემბრის მატჩებში გაახარებს.
„ფეხბურთში არის რთული მომენტები, რომელიც უფრო ძლიერს გხდის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. შევხვდებით ნოემბერში, უფრო დიდი ენერგიითა და გაორმაგებული მოტივაციით“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სექტემბერში გამართული ორი ტურის შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილზე იყო, ოქტომბერში კი უკრაინასთან (0:1) და ალბანეთთან (0:1) დამარცხდა და მეორე ადგილზე დაქვეითდა.