გიორგი მამარდაშვილი - საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ინგლისთან ამხანაგური შეხვედრა გვქონდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ინგლისის 21 წლამდე ნაკრებთან გამარჯვებაზე (3:2) კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, რომლებიც ბათუმში გამართულ მატჩში გუნდს ამხნევებდნენ.
„ორივე გუნდისთვის დაძაბული და კარგი თამაში გამოვიდა. მართალია, შეხვედრა ამხანაგური იყო, მაგრამ ეს საერთოდ არ იგრძნობოდა. ჩვენ 2023 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით და ამ კუთხით ინგლისთან ძალიან კარგი მატჩი გამოგვივიდა. ტრიბუნაზე ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას გადავუხდი“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ მეკარე საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ ვილი სანიოლმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ გიორგი მამარდაშვილი, ისევე როგორც საბა ხვადაგიანი, ახალგაზრდული ნაკრებში გაეშვათ.
ფრანგი მწვრთნელის თქმით, „ავლენსიას“ სათადარიგოთა სკამზე მყოფ მამარდაშვილს ახლა სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება და რადგან „ჯვაროსნების“ კარში გიორგი ლორიას ათამაშებდა, „ვალენსიას“ მეკარეს 21-წლამდელებში თამაშის შანსი არ წაართვა.