გიორგი მამარდაშვილი ისევ სათადარიგოთა შორის იყო - „ლივერპულმა“ „ატლეტიკო“ ბოლო წამებზე დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ საშინაო შეხვედრით გახსნა, რომელშიც უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა.
ინგლისელებმა რობერტსონის და სალაჰის გოლებით უპირატესობა სწრაფად მოიპოვეს, მაგრამ ესპანელებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. შესვენებამდე ლორენტემ (45+3-ე წუთზე) სხვაობა შეამცირა, ხოლო 81-ე წუთზე დუბლით წონასწორობა აღადგინა. თუმცა ვირჯილ ვან დაიკმა 90+2-ე წუთზე „ლივერპულს“ გამარჯვება მოუტანა.
გიორგი მამარდაშვილი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩა. „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ შეხვედრას 30 სექტემბერს სტამბოლში „გალათასარაისთან“ გამართავს.