გიორგი მამარდაშვილი ესპანურ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ესპანურ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა #1TVSPORT

ვალენსიაში შეკრებაზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოს“ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესტუმრა, მან გუნდს ახალ სეზონში წარმატება უსურვა.

„მიხარია, რომ „ტორპედო“ ვალენსიაში ჩამოვიდა და ახალი სეზონისთვის აქ ემზადება. გუნდში ბევრი ნაცნობია და მათი ნახვა ძალიან გამიხარდა. წარმატებებს გისურვებთ „ტორპედოს“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

გიორგი მამარდაშვილი ქუთაისიდანაა. მამამისი, დავით მამარდაშვილი „ტორპედოში“ თამაშობდა და შემდეგ კახა ჩხეტიანის მუშაობის დროს გუნდში მეკარეების მწვრთნელი იყო.

ქუთაისის „ტორპედო“ ესპანურ შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა 13 თებერვალს ნორვეგიულ „სტაბეკთან“ დაიგეგმა.