გიორგი მამარდაშვილი - ესპანეთთან წაგება დასასრული არაა, ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან (1:4) წაგებული შეხვედრა შეაფასა.
„ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან საქართველოს ეს ტურნირი ვაჩუქეთ და თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალური თავდადებით ვითამაშეთ.
რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მერვედფინალში წავაგეთ, მაგრამ ამით ბედნიერებიც უნდა ვიყოთ, რადგან ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით, აქამდე თუ მოვიდოდით.
ვფიქრობ, ესპანეთი ამ ტურნირის ფავორიტია და ჩემპიონებიც გახდებიან. სამწუხაროა, რომ ეს გუნდი შეგვხვდა. მაგრამ არა უშავს, ეს დასასრული არაა. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით.
ქართველ გულშემატკივარს, მინდა, მოვუწოდო, ირწმუნონ ჩვენი, საქართველოს ნაკრები მათ მომავალში აუცილებლად გაახარებს“, – განაცხადა მამარდაშვილმა.