გიორგი მამარდაშვილი - ჩემთვის რთული მატჩი იყო, რადგან „დინამო არენაზე“ ნაკრებში პირველად ვითამაშე #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - ჩემთვის რთული მატჩი იყო, რადგან „დინამო არენაზე“ ნაკრებში პირველად ვითამაშე #1TVSPORT

პოპულარულმა ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის ვებ-გვერდებმა ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებების (2:0) მატჩის მონაწილე ფეხბურთელები შეაფასეს.

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე დამაჯერებელი იყო და რამდენიმე ეპიზოდში სტუმრებს ბურთის გატანის საშუალება არ მისცა. Whoscored.com-მა და sofascore-მა ყველაზე მაღალი ქულა სწორედ მამარდაშვილს დაუწერეს.

„რთული მატჩი გვქონდა. ჩემს თამაშს რაც შეეხება, პირადად ჩემთვის რთული იყო იმიტომ, რომ „დინამო არენაზე“ ქართველი გულშემატკივრის წინაშე პირველი მატჩი გახლდათ. რაც შეეხება თამაშს, ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ, გამარჯვება მოვიპოვეთ და კიდევ ერთხელ გავახარეთ ქართველი ხალხი“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მოგებით, საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონის საგზური მიიღო. ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.