გიორგი მამარდაშვილი - ბოლო გოლის გამო გაბრაზებული ვარ #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - ბოლო გოლის გამო გაბრაზებული ვარ #1TVSPORT

„ვალენსიის“ ქართველი მეკარე ბილბაოს „ატლეტიკთან“ ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. თუმცა გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო გაშვებული გოლის გამო ძალიან უკმაყოფილოა.

„სან მამესზე“ „ვალენსიას“ მეკარემ პირველ ტაიმში თავისი გუნდი სამჯერ გადაარჩინა. შესვენების შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა კვლავ შეასრულა რამდენიმე სეივი, რამაც იგი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ აქცია. თუმცა, დაცვის შეცდომის გამო, ბოლო წამზე ბერენგერის დარტყმის დროს თავადაც შეცდა და „ატლეტიკმა“ თამაში ფრედ დაასრულა.

მამარდაშვილმა, რომელიც ჯერ კიდევ 100%-ით თავისუფლად არ ფლობს ესპანურ ენას, მატჩის შესახებ საკუთარ ემოციებზე ისაუბრა:

„ეს არის ძალიან რთული სფერო. მე თამაშის შემდეგ მიღებულმა MVP-ის ჯილდომ დიდად არ გამახარა, რადგან ბოლო გოლის გამო სტადიონს მოწყენილი და გაბრაზებული ვტოვებ“, – თქვა ფეხბურთელმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა იმ შეცდომებზეც ისაუბრა, რაც გუნდმა დაუშვა: 

„ჩვენ ბოლოს არ გვქონდა საკმარისი ძალა და კონცენტრაციაც დაგვაკლდა. ხელი იმანაც შეგვიშალა, რომ ბილბაოში ძალიან მძიმე მინდორია, მაგრამ საჭიროა ეს თამაში გავაანალიზოთ და გავაგრძელოთ ისევე გამოსვლა, როგორც ამას წელს საუკეთესო შეხვედრებში ვაკეთებდით. ჩვენ ბრძოლას და ვარჯიშს ვაგრძელებთ“.