საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე გიორგი მაკარიძე „იბერიაში“ ითამაშებს, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
მაკარიძე ბოლოს პორტუგალიურ „კოვილიაში“ ასპარეზობდა. მანამდე ის „მარიტიმუში“, „პონფერადინაში“, „ალმერიაში“, „სეტუბალში“, „მორეირენსეში“, „ფერეირენსესა“ და ფრანგულ „ლე მანში“ თამაშობდა. 2017 წელს ქართველმა ფეხბურთელმა „მორეიერენსესთან“ ერთად პორტუგალიის თასი მოიგო.
გიორგი დიდი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. ქვეყნის მთავარ გუნდში მის ანგარიშზე 23 ჩატარებული შეხვედრაა.
შესაძლოა, მაკარიძის დებიუტი ახალ გუნდში დღეს შედგეს, როდესაც „იბერია“ საქართველოს სუპერთასის ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე „ბათუმი არენაზე“ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის პირველი ნახევრის შემდეგ „იბერია“ ლაზარე კუპატაძემ დატოვა.