გიორგი ლორიას ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ მოედანს მალე დაუბრუნდება #1TVSPORT
გიორგი ლორიას ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ მოედანს მალე დაუბრუნდება #1TVSPORT

გიორგი ლორიას ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს – საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარე ლიმასოლის „აპოლონის“ დერბიში დაშავდა, მაგრამ მას მხოლოდ მსუბუქი ფორმის მოტეხილება დაუდგინეს.

გიორგი ლორიამ სამედიცინო გამოკვლევა გაიარა და ექიმებმა უთხრეს, რომ ყველაზე უარესი თავიდან აიცილეს.

„ჩვენმა ფეხბურთელმა გიორგი ლორიამ „აპოლონთან“ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მას მცირე მოტეხილობა აქვს და მისი მდგომარეობა, ისევე როგორც მომავალი მატჩებისთვის მზადყოფნა, ყოველდღიურ რეჟიმში შეფასდება“, – წერია „ანორთოსისის“ განცხადებაში.

მსუბუქი მოტეხილობა ის დიაგნოზია, რომელიც გიორგი ლორიას საშუალებას მისცემს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდეს. თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი 5 მარტს ვერ ითამაშებს კვიპროსის ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის პირველ მატჩს აეკ-თან, ასევე გამოტოვებს „აპოელთან“ თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრას.