არადიპუს „ომონიის“ ქართველი მეკარე გიორგი ლორია დაშავდა, მაგრამ ტრავმა საშიში არ გამოდგა.
საქართველოს ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელის გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში ლაშა დვალის აპოელ-თან საშინაო მატჩში (0:5) დამარცხდა. ლორიამ მოედანი 63-ე წუთზე დატოვა.
გამოცემა Sportime-ი გიორგი ლორიას შესახებ წერს: „ლორიამ ბარძაყის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ქართველი მეკარის მდგომარეობას სამედიცინო პერსონალი შეაფასებს, თუმცა საეჭვოა, აპოელ-თან შემდეგი ტურის მატჩისთვის მზად იყოს“.
უფრო დამაიმედებელია Geo Team-ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არაა და მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება.