კვიპროსის ჩემპიონატში დასრულდა მეოთხე ტურის მატჩები. არადიპოუს „ომონიას“ ქართველ მეკარე გიორგი ლორიას ფეხბურთელების პროფესიულმა კავშირმა ახლა გადასცა ჯილდო პირველი ტურის საუკეთესო მოგერიებისთვის. გამოცემა 24sports.com.cy-მა „ჯვაროსნების“ კიპერს ინტერვიუ ჩამოართვა.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ვამაყობ ამ ჯილდოთი. ეს არის ჩემი შრომის დაფასება. კვიპროსში დაბრუნდი და თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. მომენატრა აქაური ატმოსფერო, გულშემატკივრების ემოციები და სულისკვეთება.
„ომონია“ ძალიან პერსპექტიული გუნდია და კარგ ფორმაშია. პირადად მე თავს თავდაჯერებულად ვგრძნობ და მზად ვარ, გუნდისთვის ყველაფერი გავიღო. საწყისი თამაშები დამაიმედებელი იყო და ყველა ჩვენგანი მაღალი მიზნების მიღწევაზე ვართ ორიენტირებული.
…რაც შეეხება საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას, ეს დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ასეთ დიდ ტურნირზე ჩემი ქვეყნის სახელით თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ამიტომ გერმანიაში გატარებულ თითოეულ წუთს სითბოთი გავიხსენებ. ეს წარმოუდგენელი ისტორიაა“, – ამბობს გიორგი ლორია.