გიორგი ლომაია - სანამ „ყარაბაღის“ პირველი მეკარე ტრავმირებულია, გუგეშაშვილს შანსი აქვს #1TVSPORT
გიორგი ლომაია - სანამ „ყარაბაღის“ პირველი მეკარე ტრავმირებულია, გუგეშაშვილს შანსი აქვს #1TVSPORT

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ „ინტერის“ (ამჟამად „კეშლა“) ყოფილმა მეკარემ, გიორგი ლომაიამ „აზერისპორტთან“ ქართველი გოლკიპერის, ლუკა გუგეშაშვილის აღდამის „ყარაბაღში“ გადასვლაზე ისაუბრა.

„გუგეშაშვილი ძალიან კარგი მეკარეა. ბავშვობიდან ვიცნობ, ყველა ნაკრებში თამაშობდა. ყველგან კარგი იყო. მიუხედავად ასაკისა, მას უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო. ახლა ეროვნულ ნაკრებში იძახებენ. „ყარაბაღში“ მისი პირადი ფანი ვიქნები“, – განაცხადა ლომაიამ.

მისი თქმით, აღდამის გუნდში კონკურენცია ახალგაზრდა მეკარეს წაადგება: 

„ყარაბაღში“ დიდი კონკურენცია ექნება და ეს ლუკასთვის სასარგებლოა. გაზრდის შესაძლებლობა მიეცემა. სანამ მთავარი მეკარე მაგომედალიევი კვლავ ტრავმირებულია, ლუკას შანსი აქვს, თავი გამოავლინოს. შემდეგ კი ვნახოთ, რომელი მათგანი დადგება კარში – მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, ვინ უფრო ღირსეულია. ყველაფერი მათ ხელშია. ახლა აღდამს სამი ძალიან კარგი მეკარე ჰყავს. გუნდი და თავად ისინი ამით მხოლოდ სარგებელს ნახავენ და უკეთ ითამაშებენ. კარგი მეკარე გუნდის ნახევარზე მეტია. შედეგი მათზეა დამოკიდებული“.

– იმედი მაქვს, რომ ახალ წელს ჩემპიონატში და, განსაკუთრებით, კონფერენს ლიგაზე გუნდი „მარსელთან“ კარგი შედეგს აჩვენებს. გურბან გურბანოვი ძალიან კარგი მწვრთნელია და იცის, რა არის გუნდისთვის საჭირო. არის მისი თანაშემწე ელხან გასანოვიც, რომელიც, იმედია, ისევ ნაკრებშია. კარგი სპეციალისტია. აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრების მეკარეები კარგ და საიმედო ხელში არიან. ვულოცავ ყველას, ვისაც ვიცნობ აზერბაიჯანში. წარმატებები ყველას. იმედი მაქვს, რომ „ყარაბაღი“ „მარსელს“ დაამარცხებს“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ.