გიორგი ლაცაბიძემ „გაგრა“ დატოვა #1TVSPORT
გიორგი ლაცაბიძემ „გაგრა“ დატოვა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ მცველმა გიორგი ლაცაბიძემ დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„28 წლის მარცხენა მცველმა გიორგი ლაცაბიძემ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „გაგრა“ დატოვა. მან გუნდის მაისურით 14 მატჩი გამართა და სამი საგოლე პასი შეასრულა. მადლობას ვუხდით გიორგის გაწეული შრომისთვის და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას“, – წერია „გაგრის“ პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ლაცაბიძე „გაგრაში“ სეზონის დაწყებამდე „საბურთალოდან“ გადავიდა. 28 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში „გაგრის“ ფორმით 14 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

გამოცდილმა მცველმა კარიერა გორის „დილაში“ დაიწყო. უთამაშია „ცხინვალში“, „ვიტ ჯორჯიაში“, „რუსთავსა“ და „საბურთალოში“.