გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ სეზონის პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „ჩიტადელას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ეს მიმდინარე სეზონში „ფროზინონეს“ პირველი გამარჯვებაა.
იტალიის სერია B-ს მე-7 ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის ქართველის გუნდი უკვე 2:0-ს იგებდა.
„ფროზინონემ“ ანგარიში პირველ ტაიმში (35-ე წუთზე) ოიონოს ზუსტი დარტყმით გახსნა და შესვენებამდე მინიმალური უპირატესობა მოიპოვა. 63-ე წუთზე კი პარტიპილომ „ჩიტადელას“ კარი მეორედ აიღო.
მართალია, მასპინძლებმა სხვაობა კალუდიო კასანოს გოლით (70-ე წუთზე) შეამცირეს, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინეს – „ფროზინონემ“ სეზონში პირველად გაიმარჯვა და 6 ქულით სერია B-ში გამართული 7 ტურის შემდეგ მე-17 ადგილზეა.
ლუკა ლოჩოშვილის და დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზე“ მეშვიდე ტურის მატჩს გასვლაზე „ბრეშასთან“ 30 სექტემბერს 22:30 საათზე გამართავს.