გიორგი კვერნაძის „ფროსინონემ“ ახალ სეზონში პირველად მოიგო #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროსინონემ“ იტალიის ჩემპიონატში „ატალანტას“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც „ნაპოლისთან“ პირველი ტურის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ გუნდური თამაშის დახვეწა ურჩია, ამჯერადაც განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
„ფროსინონემ“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და „ატალანტას“ პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუტანა. მე-5 წუთზე ანგარიში ჰარუიმ გახსნა, ხოლო 24-ე წუთზე სტუმრების კარი მეორედ მონტერისმა აიღო და ქართველის გუნდმა ტაიმი 2:0 მოიგო.
„ატალანტამ“ მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარა, ბევრს უტევდა და 56-ე წუთზე მიზანს მიაღწია, გოლი ზაპატამ გაიტანა.
ამის შემდეგ თამაში მთლიანად „ფროსინონეს“ ნახევარზე მიმდინარეობდა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და „ნაპოლისთან“ მტკივნეული მარცხის შემდეგ სერია A-ში პირველი გამარჯვება იზეიმეს.