გიორგი კვერნაძემ გაიტანა - „ფროსინონე“ „ბარისთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ იტალიური „ფროსინონეს“ რიგებში გოლი გაიტანა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ბარისთან“ ამხანაგურ შეხვედრაში 3:4 დამარცხდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი „ფროსინონეს“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩში მოხვდა და მე-16 წუთზე გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
გიორგი კვერნაძის გუნდი სეზონის დაწყებამდე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 31 ივლისს „პოტენცას“ შეხვდება, ხოლო 3 აგვისტოს – რომის „ლაციოს“.
ახალ სეზონში „ფროსინონე“ იტალიის რანგით მეორე დივიზიონში, სერია B-ში იასპარეზებს და სეზონის პირველ მატჩს 18 აგვისტოს „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.