გიორგი კვერნაძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და „ლაციოსთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ ტრავმა მოირჩინა და „ფროსინონესთან“ ერთად სერია A-ში „ლაციოსთან“ მატჩისთვის ემზადება – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„„ფროსინონე“ იტალიის ჩემპიონატის მატჩისთვის ემზადება. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდში ბევრი ტრავმირებული მოთამაშეა. თუმცა, კარგი სიახლე ის არის, რომ გიორგი კვერნაძე გამოჯანმრთელდა და მან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა“.
„საბურთალოს“ აღზრდილი 21 წლის თავდამსხმელი იტალიაში 2023 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში გიორგიმ ხუთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯერ შედეგიანი მოქმედებით (გოლი, საგოლე გადაცემა) თავი არ გამოუჩენია.
„ფროსინონე“ იტალიის სერია A-ში რომის „ლაციოს“ 16 მარტს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს რთული პერიოდი აქვს – ზედიზედ შვიდი თამაში არ მოუგია (ბოლოს 21 იანვარს „კალიარი“ დაამარცხა) და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში ბოლოდან მესამე ადგილზეა.