გიორგი კვერნაძე სათადარიგოთა შორის დარჩა - „ფროსინონეს“ დანი მოტამ გაუტანა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“ იტალიის ჩემპიონატის საშინაო შეხვედრაში „მონცასთან“ 2:3 დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა გაირთულა.
გიორგი კვერნაძე სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრის განაცხადში მოხვდა, მაგრამ „ფროსინონეს“ რიგებში არ უთამაშია. მატჩი კი ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო იმით გამოდგა, რომ მატჩის გმირი დანი მოტა იყო.
„მონცას“ თავდამსხმელი პორტუგალიელია, მაგრამ ლუქსემბურგშია დაბადებული და ევრო 2024-ის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გუნდში, ლუქსემბურგის ნაკრებში თამაში შესთავაზეს, რაზეც თანხმობა განაცხადა და ახლა ფიფა-ს ნებართვას ელოდება.
ანგარიში მე-18 წუთზე სწორედ დანი მოტამ გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე მან საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლითაც არგენტინელმა, ვალენტინ კარბონიმ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში „მონცამ“ მესამეც გაიტანა (ავტოგოლით). „ფროსინონემ“ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა და საბოლოოდ, 2:3 დამარცხდა, სატურნირო ცხრილში კი 19 ქულით მე-14 ადგილზეა.