გიორგი კოხრეიძე - „იბერიაში“ ფინანსურად და საფეხბურთო კუთხით ყველაფერი დალაგებულია, რაც შედეგზეც აისახება #1TVSPORT
„იბერიის“ კაპიტანმა, გიორგი კოხრეიძემ კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, თბილისურ გუნდში ფინანსური პრობლემებია.
„გუნდში ყველაფერი კარგად არის როგორც ფინანსურად, ასევე საფეხბურთო კუთხითაც, რაც შედეგზეც აისახება, „სამტრედიასთან“ (3:1) და „დინამო თბილისთან“ (3:0) ორი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ახლა გორის „დილასთან“ მატჩისთვის ვემზადებით“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.
ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ „იბერია“ 39 ქულით მესამე ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოს ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო მეოთხეადგილოსან ბათუმის „დინამოს“ ხუთი ქულით ასწრებს.
23-ე ტურის შეხვედრაში „იბერია“ „დილას“ 31 აგვისტოს გორში ეთამაშება – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.