გიორგი ხუჭუა რუს მოჭიდავესთან დამარცხდა
გიორგი ხუჭუა რუს მოჭიდავესთან დამარცხდა

უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებიდან გამოსვლა დაასრულა 72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ხუჭუამ.

ქართველ სპორტსმენს ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჰქონდა, თუმცა რეპეშაჟში რუს მაგინცოვთან 0-8 დამარცხდა.