გიორგი ხარაიშვილი - კარგია, რომ „ფერენცვაროშში“ ქართველი დამხვდა [ვიდეო]
უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშში“ ჩარიცხვის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემტევმა ,გიორგი ხარაიშვილმა კომენტარი გააკეთა.
„შვედეთში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ წინსვლისთვის მზად ვიყავი. შემოდგომაზე „ფერენცვაროშის“ თამაშმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და როდესაც შემოთავაზება მივიღე, მივხვდი, გადმოსვლა მინდოდა. წარმატებაზე დაგეშილი „ფერენცვაროში“ ძლიერი გუნდია. იმედია, ერთად კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მივაღწევთ, ამაში კი ჩემს წვლილს შევიტან“, – განაცხადა გიორგი ხარაიშვილმა.
საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი გახარებულია, რომ გუნდში მეგობარი დახვდა: „ლაშა დვალს დიდი ხანია ვიცნობ, ეროვნულ ნაკრებში რამდენიმეჯერ ერთად ვითამაშეთ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვფიქრობ, ეს ადაპტაციაში დამეხმარება და კარგია, რომ გუნდში მარტო არ ვიქნები“.
ბუდაპეშტის „ფერენცვაროში“ უნგრეთის ჩემპიონი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ჯგუფური ეტაპის მონაწილეა. 2019 წლიდან გუნდში საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი გამოდის.