გიორგი ხარაიშვილმა, რომელმაც ზაფხულში თურქეთი დატოვა, ხელშეკრულება „სუმგაითან” გააფორმა. კონტრაქტი 1+2 წლიანია. 28 წლის ნახევარმცველი აზერბაიჯანული გუნდში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გიორგიმ გასული სეზონი თურქულ კლუბ „ქოჯაელისპორში“ გიორგი ბერიძესთან და დავით სხირტლაძესთან ერთად გაატარა. თუმცა, ივნისში გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ხარაიშვილმა კარიერა „საბურთალოში“ (ამჟამინდელი „იბერია“) დაიწყო, შემდეგ ითამაშა შვედურ „გიოტებორგში“, „ფერენცვაროშში“, „დინამო თბილისში“, თურქეთში კი 2023 წელს გადავიდა.
28 წლის მოთამაშე 2017 წლიდან იყო საქართველოს ნაკრების კანდიდატი და „ჯვაროსნებში“ ჩატარებულ 6 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.