გიორგი ხარაიშვილი - აიაქსის ინტერესი მხოლოდ პრესიდან შევიტყვე
გიორგი ხარაიშვილი - აიაქსის ინტერესი მხოლოდ პრესიდან შევიტყვე

გიორგი ხარაიშვილი, რომელიც შვედეთის „გიოტებორგში“ პირველ სეზონს ატარებს, გუნდის ლიდერად ყალიბდება.

სამწუხაროა, მაგრამ გიორგი ახალგაზრდულ ნაკრებს, ფინეთთან მატჩში ვერ დაეხმარა. მისი თქმით, ამის მიზეზი ტრავმა იყო.

„სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული ტრავმა მაწუხებს. ტერფის ძვალი მტკივა და საზარდულიც დაჭიმული მაქვს. ექიმებმა დასვენება მირჩიეს და ახალგაზრდულ ნაკრებში ამიტომ ვერ ჩამოვედი. იმედია, მალე გამოვჯანმრთელდები და მოედანს დავუბრუნდები,“ – ამბობს ხარაიშვილი.

მან კომენტარი მცირე ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა, რომლის მიხედვითაც, მისი შეძენით „აიაქსის“ სელექციონერები დაინტერესდნენ – „შეხვედრებს ბევრი სკაუტი ადევნებს თვალს. არაა გამორიცხული, რომ სხვებთან ერთად, მეც მიყურებდნენ, თუმცა ჩემს აგენტს, რომელიც მხოლოდ 100 პროცენტიან ინფორმაციებს მაწვდის, მსგავსი არაფერი უთქვამს. მეც, ამ ყველაფრის შესახებ მხოლოდ პრესიდან შევიტყვე.“