„ლევანტეში“ გადასულმა 18 წლის ქართველმა თავადმსხმელმა, გიორგი ხაბულიანმა ესპანურ კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტზე, გუნდსა და თავის ესპანურ პერსპექტივაზე საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა.
„კონტრაქტი 2 + 2-ის სისტემით გავაფორმე. ესპანეთში თამაში სულ მინდოდა და ვოცნებობდი. თავად „ლევანტე“ ისტორიული კლუბია და ამ კლუბში გადასვლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს და საამაყოა. ბავშვობაში „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადემიაში გავიზრდე. ესპანური სტილი ასე თუ ისე ვიცი, ჩემთვის ნაცნობია და მომწონს. რაც მთავარია, აქ დიდი პერსპექტივაა, რომ გაიზარდო და წინ წახვიდე.
თავიდან „ლევანტეს“ მთავარ გუნდში ვივარჯიშებ და მასთან ერთად შეკრებას გავივლი, მაგრამ საწყის ეტაპზე დუბლებთან ვითამაშებ. შემდეგ ვნახოთ, ეს ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ აქ მოხვედრა უკვე დიდი სტიმულია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ხაბულიანი.
გიორგის ხაბულიანი „ლევანტეს“ თურქული კლუბ „ადანა დემირსპორიდან“ შეუერთდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ გაწყვიტა.
18 წლის თავდამსხმელი საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრია. „ტრანსფერმარკტი“ მის ტრანსფერს 125 ათას ევროდ აფასებს.