გიორგი კალანდარიშვილი - მზად ვარ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის და ვადასტურებ ჩემს ხელმისაწვდომობას
გიორგი კალანდარიშვილი - მზად ვარ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის და ვადასტურებ ჩემს ხელმისაწვდომობას

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. გიორგი კალანდარიშვილმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა.​ ცესკო-ში კალანდარიშვილს თავმდჯომარის მოვალეობის შემსრულებელი დახვდა და სამუშაო გარემო გააცნო.

„ვისაუბრეთ მიმდინარე აქტივობების და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. ვისაუბრეთ საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევებზეც და მას გავუზიარე ჩემი ხედვა, მათ შორის გამჭვრივალობის საკითხებთან დაკავშირებით. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება ინკლუზიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება, ქვემდგომი კომისიების კომპეტენციების საკითხის გაძლიერება და განვითარება და მესამე არის ინკლუზიურობის და ჩართულობის ხარისხის მაქსიმალურ ზრდა. ცესკო-ს დღეს პირველი სხდომა ექნება და პირველად საარჩევნო რეფორმის ფარგლებში გაზრდილი შემადგენლობით შეიკრიბება. დღეიდან დაიწყება და ცესკო-ს ყველა სხდომა იქნება პირდაპირ ეთერში.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან მხარდაჭერა არ იყო, მე მზად ვარ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის და ვადასტურებ ჩემს ხელმისაწვდომობას.

2008 წლიდან ვმუშაობ საარჩევნო ადმინისტრაციაში, მათ შორის არაერთ წამყვან პოზიციაზე და დღევანდელ დღემდე არც ერთი კითხვის ნიშანი არ ყოფილა ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით.

დღეს შევედით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები უახლოეს დღეებში გადასაწყვეტია და ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც კი იქნება მიკერძოების ფაქტი, სადაც იქნება საქმიანობაში დამოუკიდებლობის რაღაც რისკები, ან იქნება გადაცდომები გპირდებით, რომ აუცოლებლად იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება“, – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

​​გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ საქართველოს პარლამენტმა გუშინ, რიგგარეშე სხდომაზე აირჩია.

დატოვე კომენტარი