გიორგი ივანიშვილს ქართულ ფეხბურთში დაწყებული რეფორმების ეიმედება – თბილისის ”დინამოს” ახალწვეულმა ამის შესახებ ეროვნული საფეხბურთო ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში განაცხადა.
“გულით მინდა, რომ 2018 წელი ჩვენი ფეხბურთისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. მჯერა, რომ ეროვნული ლიგის რეფორმა იმუშავებს და უკეთესი შედეგი გვექნება. შარშანდელი ჩემპიონატი მაღალი კონკურენციის ფონზე ჩატარდა და ”დინამოსა” და ”ტორპედოს” საჩემპიონო მატჩით დაგვირგვინდა. ასეთი დრამატული მატჩები ხარისხის ამაღლებამდე აუცილებლად მიგვიყვანს – კონკურენცია კი აუცილებლად ხარისხში უნდა გადაიზარდოს“ – ამბობს 28 წლის თავდამსხმელი, რომელიც ”დინამოში” წელს საჩხერის ”ჩიხურადან” გადავიდა.