გიორგი გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა - პენალტი გამოვიმუშავე და ამიტომ დავარტყი
გიორგი გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა - პენალტი გამოვიმუშავე და ამიტომ დავარტყი

თბილისის “დინამოს” ყოფილი მცველი გიორგი გველესიანი ირანულ კლუბ “ზობ აჰანში” წელს გადავიდა და დასრულებულ სეზონში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ახლა კი მისი გოლით “ზონ აჰანს” აზიის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრას ქართველის კლუბმა უმასპინძლა – “ზობ აჰანის” მეტოქეც ირანული კლუბი, “ესტეღლარი” გახლდათ. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა – “ზობ აჰამმა” პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც 27 წლის ქართელმა მცველმა შეასრულა, მისმა გუნმა 1:0 მოიგო და განმეორებით შეხვედრამდე, რომელიც 15 მაისს გაიმართება, უპირატესობა მოიპოვა.

“ბოლო წუთებზე პენალტი გამოვიმუშავე და დარტყმა თავად გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობის აღებას გარკვეული ნერვიულობა და სტრესი ახლდა. მაგრამ ფეხბურთი საინტერესო ამითაა. ურთულესი მატჩი იყო და კარგია, განმეორებით თამაშს ჰანდიკაპით რომ ვხვდებით. მაგრამ 16 მაისს ორმაგად რთული თამაში გვექნება” – ამბობს გველესიანი პირველ არხთან.