გიორგი გველესიანი სტუდენტებს შეხვდა - ჯერჯერობით აზიელები აქტიურობენ, თუმცა, ჩემი მოტივაცია ევროპაში თამაშია #1TVSPORT
გიორგი გველესიანი სტუდენტებს შეხვდა - ჯერჯერობით აზიელები აქტიურობენ, თუმცა, ჩემი მოტივაცია ევროპაში თამაშია #1TVSPORT

გიორგი გველესიანი ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა – საქართველოს ნაკრებში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე მცველს სტუდენტებმა კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადეს და კითხვები დაუსვეს.

გველესიანმა ევრო 2024-ზე გამოსვლაზე, ნაკრებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, ირანულ კარიერაზე, მიწვევებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი თქმით, კარიერის ევროპულ კლუბში გაგრძელება სურს, მაგრამ ჯერჯერობით შემოთავაზებები მხოლოდ აზიიდან აქვს.

„უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან არ ვარ შეჩვეული ასეთ ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლას, სადაც ასეთი მოსიყვარულე თვალებით მიყურებენ. მე ტექნიკური უნივერსისტეტის სტუდენტი ვიყავი, მაგრამ იურისტობა და ფეხბურთელობა ერთად რთული იყო. თუმცა საბოლოოდ, უნოვერსიტეტი მაინც დავამთავრე. მადლობა უნივერსიტეტსა და თითოეულ თქვენთაგანს ასეთი თბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა გიორგი გველესიანმა.

საქართველოს ნაკრების მცველმა თავის მომავალზეც ისაუბრა: „რაც შეეხება შემოთავაზებებს, ჯერჯერობით აზიელები აქტიურობენ. თუმცა, ჩემი მოტივაცია ევროპაში თამაშია. ალბათ, ასაკი და ფინანსური მხარე მოქმედებს, რომ ინტერესი ისევ აზიიდან მოდის“.