გიორგი გულიაშვილი - ყველაზე მეტად სასიამოვნო ტრიბუნებზე საქართველოს დროშების დანახვაა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილი - ყველაზე მეტად სასიამოვნო ტრიბუნებზე საქართველოს დროშების დანახვაა #1TVSPORT

„სარაევოს“ თავდამხმელს, გიორგი გულიაშვილს, რომელმაც ბოსნიის ჩემპიონატის ცხრა ტურში ცხრა გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა, კლუბის ვებგვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა.

„გიორგი გულიაშვილი შესანიშნავ ფორმაშია. მან საქართველოს ნაკრებში მიწვევა დაიმსახურა. ბოსნია-ჰერცეგოვინაში დაბრუნების შემდეგ ჩემპიონატში გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. სარაევოს გულშემატკივრების გადაწყვეტილებით, იგი „ველეჟთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. ეს დამატებითი მოტივაციაცაა, რომ უფრო მეტი ვიშრომო. ყოველთვის ვგრძნობ ქომაგების მხარდაჭერას და მინდა, ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო. ყველაზე მეტად სასიამოვნო კი ტრიბუნებზე საქართველოს დროშების დანახვაა.

ბედნიერი ვარ, რომ გოლებითა და საგოლე გადაცემებით „სარაევოს“ წარმატების მიღწევაში ვეხმარები. ყველამ იცის, რა არის ჩვენი კლუბის მიზანი და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები და მწვრთნელები 100%-ით დაიხარჯებიან, რომ წარმატებული სეზონი გამოვიდეს.

საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო. ძნელია, სიტყვებით გადმოვცე ყველა ის გრძნობა, რაც იმ მომენტში განვიცადე. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, ქომაგებმა ჩემით რომ იამაყონ“, – განაცხადა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ, „ტუტომერკატოვების“ ინფორმაციით, „სარაევოს“ ქართველი თავდამსხმელს იტალიური კლუბი „ბოლონია“ აკვირდება.