გიორგი გულიაშვილი - ბოლო დროს საქართველოში მეტი პროფესიონალი ფეხბურთელი იზრდება #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილი - ბოლო დროს საქართველოში მეტი პროფესიონალი ფეხბურთელი იზრდება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა, რომელმაც ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან სამი გოლი გაიტანეს (გიორგი გულიაშვილმა 2, გიორგი გოჩოლეიშვილმა – 1) იმ პრობლემაზე ისაუბრეს, რაც ახალგაზრდა მოთამაშეებს პორფესიულ დონეზე გადასვლაში ხელს უშლის.

„ინგლისთან შეხვედრამ აჩვენა, რომ ყველა მეტოქესთან თავისუფლად შეიძლება თამაში და 21 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ხარ. განსხვავება არ იყო, პირიქით, მომენტებში ჩვენ ვჯობდით. მიმაჩნია, რომ ყველა მეტოქესთან თავისუფლად შეიძლება თამაში და განვითარება არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ“, – ამბობს „საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი.

გიორგი გოჩოლეიშვილი თვლის, რომ მენტალიტეტის პრობლემა მცირედით დაკმაყოფილებაა:

„ფეხბურთში მთავარი პროფესიონალიზმია. ალბათ, ქართულ მენტალიტეტშია პატარა მიღწევით დაკმაყოფილება. საქმეს პროფესიონალურად უნდა მიუდგე, უფრო და უფრო მეტი უნდა გინდოდეს, რომ კარიერაში მწვერვალს მიღწიო“.

გიორგი გულიაშვილი:

დავამტებდი – პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია, ბოლო წლებში კი ეს მენტალიტეტი უფრო მყარდება და ჩემი აზრით, უფრო მეტი პროფესიონალი ფეხბურთელი მოდის. ჩემთვის ამ კუთხით კრიშტიანო რონალდო ყველაზე კარგი მაგალითია. ასევე ვიტყვი ლიონელ მესიზე, რომელიც ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და სულ ვცდილობდი მისთვის მიმებაძა“.

გიორგი გოჩოლეიშვილი:

„ფეხბურთი მეც მესიმ შემაყვარა. მინდოდა, მისი მაისურები მქონოდა. სხვა პოზიციიის მოთამაშე ვარ, მაგრამ ის მაინც ყველაზე მისაბაძი მაგალითია“.