გიორგი გოჩოლეიშვილის „შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში ბექა ვაჩიბერაძის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილის „შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში ბექა ვაჩიბერაძის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT

უკრაინაში საფეხბურთო სეზონი ქართველების გუნდების დაპირისპირებით დაიწყო. პრემიერლიგის პირველ ტურში დონეცკის „შახტარი“ ხარკოვის „მეტალისტი 1925“-ს ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა.

საომარი ვითარების გამო შეხვედრა კიევში, „ლივიი ბერეჰის“ სტადიონზე გაიმართა, ნომინალური მასპინძლები ხარკოველები იყვნენ, რომელთა ძირითად შემადგენლობაში ბექა ვაჩიბერაძემ შეუცვლელად ითამაშა. გიორგი გოჩოლეიშვილი კი „შახტარის“ სასტარტო თერთმეტეულში იყო და ასევე 90 წუთი ითამაშა.

უკრაინის ჩემპიონატს პირველი ტურის შეხვედრა 30 ივლისს უნდა ჩაეტარებინა პოლტავის „ვორსკლასაც“, რომელიც კონფერენს ლიგაზე გორის „დილას“ მეტოქეა, მაგრამ თამაში გადაუდეს.

პოლტაველები გორელებთან საქართველოში დაგეგმილი მატჩისთვის პოლონეთში ემზადებიან. მეტოქისა და პროფესიული ფეხბურთის ლიგის თანხმობით, ჩემპიონატის თამაშს სხვა დროს გამართავენ. „ვორსკლა“ „დილას“ 3 აგვისტოს „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ ესტუმრება.